რედ ბულის ინჟინერი, ადრიან ნიუი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს - ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის სპეციალისტმა ფერარისთან მიაღწია შეთანხმებას და 2025 წლიდან სწორედ იტალიურ გუნდში გააგრძელებს მუშაობას.
ადრიან ნიუიმ საინჟინრო კარიერა ფორმულა 1-ში 1992 წელს უილიამსში დაიწყო, სადაც 1997 წლამდე მუშაობდა. 1997-2005 წლებში ბრიტანელი ინჟინერი მაკლარენის ღირსებას იცავდა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე, რედ ბულშია.
ინსაიდერული მედიის ცნობით, ადრიან ნიუის წასვლა რედ ბულში დიდ ცვლილებებს გამოიწვეს და შესაძლოა, ავსტრიულმა გუნდმა სეზონის ბოლოს მოქმედი ჩემპიონი, მაქვს ვერსტაპენიც დაკარგოს - მის გადაბირებას მერსედესი აქტიურად ცდილობს.
ოფიციალურად: ადრიან ნიუი 2025 წელს რედ ბულს დატოვებს










