ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბრის ტესტ მატჩების ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი 17 ნოემბერს იტალიაში გაიმართება. შეხვედრის მასპინძელი ქალაქი და სტადიონი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ბორჯღალოსნებმა იტალიასთან ბოლოს 2022 წელის 10 ივლისს ითამაშეს. მატჩი ქართული რაგბისთვის ისტორიული აღმოჩნდა, ქართველმა მორაგბეებმა 6 ერის გუნდთან პირველად გაიმარჯვეს (28:19). მანამდე, ბორჯღალოსნებს იტალიელებთან ზედიზედ 4 წაგება ჰქონდათ.

იტალიის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის კიდევ ერთი გუნდი, უელსის ნაკრები, სტუმრად 12:13 დაამარცხა.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი