სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რობერტო დე ძერბი ბრაიტონს სეზონის ბოლოს დატოვებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს. იტალიელი სპეციალისტი ბოლო მატჩს ხვალ, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ჩაატარებს.
დე ძერბი ბრაიტონის მთავარი მწვრთნელი 2022 წლის სექტემბერში გახდა. 88 მატჩი, 38 მოგება, 20 ფრე და 30 მარცხი, ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება რობერტო "თოლიებს".
პრესაში როგორც იწერება, იტალიელის კანდიდატურას ბაიერნში სერიოზულად განიხილავენ.









