ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სფფ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
"უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე, euro2024.com/tickets-ზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ."

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი F ჯგუფში ჩეხეთის, თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მატჩები გერმანიაში 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება.









