გიორგი ჭიაბრიშვილმა ეროვნულ ლიგაში დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა 2011/2012 წლის სეზონში ზესტაფონში დაიწყო და პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამის შემდეგ იყო საბურთალო, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია, ლოკომოტივი თბილისი და დინამო თბილისი. ჭიაბრიშვილზე ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ახლა კი 45 წლის სპეციალისტი ახალი გამოწვევისთვის ემზადება.
რაც შეეხება დინამო ბათუმს, გუნდს სეზონის დასრულებამდე 8 ტური აშორებს და 42 ქულით, მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
ფოტო: დინამო ბათუმი.









