2024 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ლუის ჰემილტონი მერსედესს დატოვებს - ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
"აქ 11 წელი გავატარე და ვამაყობ იმ შედეგებით, რომლებსაც ერთად მივაღწიეთ. მერსედესი ჩემი ოჯახია 13 წლიდან, ეს არის ადგილი სადაც გავიზარდე და რთული იყო წასვლის გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ამის დრო დადგა და მოუთმენლად ველოდები ახალ გამოწვევებს.
ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მერსედესის ოჯახისგან და განსაკუთრებით ტოტოსგან ვგრძნობდი. მინდა ჩემი კარიერა მერსედესში მაღალ დონეზე დავასრულო და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ბოლო წელი "ვერცხლისფერ ისარში" ყველასთვის დასამახსოვრებელი იყოს" - განაცხადა 7-გზის ჩემპიონმა.
ლუის ჰემილტონი 2025 წლიდან ფერარის პილოტი და შარლ ლეკლერის თანაგუნდელი გახდება - ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად გაავრცელა.
სოციალურ ქსელში, კარლოს საინსმაც გაავრცელა განცხადება 2024 წლის ბოლოს ფერარიდან წასვლის თაობაზე, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ესპანელი მრბოლელი.
ოფიციალურად: ლუის ჰემილტონი 2024 წლის ბოლოს მერსედესს დატოვებს









