ოფიციალურად — მასიმილიანო ალეგრი მილანის მთავარი მწვრთნელია. 57 წლის სპეციალისტი "როსონერიში" 11 წლის შემდეგ დაბრუნდა. შეგახსენებთ, ალეგრი მილანის მთავარი მწვრთნელი 2010-2014 წლებში იყო.
მილანსა და მაქს ალეგრის შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რა დროსაც იტალიელის წლიური ანაზღაურება €5 მილიონი იქნება. კონტრაქტში ასევე ჩაიწერა პუნქტიც, რომლის თანახმადაც 2027 წელს მხარეებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.
შეგახსენებთ, მილანის ბოლო მწვრთნელი სერჟიუ კონსეისაუ იყო, რომელმაც გუნდი სულ რამდენიმე საათის წინ დატოვა.









