ნაპოლიმ პიოტრ ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ოფიციალურად ამოიღო. პოლონელი ცენტრალური ნახევარმცველის გარდა, გუნდის განაცხადში ასევე არ არის ლეანდერ დენდონკერი, რომელიც იჯარით გადმოვიდა ბირმინგემის ასტონ ვილადან რამდენიმე დღის წინ. რაც შეეხებათ სხვა ახალწვეულებს, ჰამედ ტრაორეს, პასკუალე მაცოკისა და სირილ ნგონჟს, ისინი განაცხადში არიან.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ფარგლებში "პარტენოპეის" მოწინააღმდეგე ბარსელონა იქნება. პირველი შეხვედრა გაიმართება 22 თებერვალს, ჩვენი დროით 00:00 საათზე. რაც შეეხება ჟელინსკის, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის ინტერის შემადგენლობას შეუერთდება.
პოლონელი შუახაზელი ნაპოლიში თამაშობდა 2016 წლიდან, მიმდინარე სეზონში მან 26 შეხვედრაში სამი გოლის გატანა და ორი ასისტის შესრულება შეძლო.









