მატჩის დასრულებისთანავე, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გუნდიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
ბოლო პერიოდში, ჩავის მიმართ, ცუდი შედეგების გამო, ისედაც დიდი კრიტიკა იყო, დღევანდელმა მარცხმა კი სიტუაცია უფრო გაამძაფრა, რამაც ის ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
ჩავი "ბარსელონაში" 2 წელიწადზე მეტია მუშაობს. მისი კატალონიური კარიერა კარგად დაიწყო, თუმცა ამ სეზონში "ბარსელონას" თამაშის ხარისხი და შედეგები კრიტიკულია.









