დინამოს თავდამხსმელი ბოლოს სალონიკელთა ბ გუნდში თამაშობდა, მან 45 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ გორდეზიანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც არის, სადაც 3 მატჩში ერთი ბურთის გატანაც მოასწრო. 22 წლის ფორვარდი თბილისურ გუნდს სანაკრებო შესვენების შემდეგ შეუერთდება.
ოფიციალურად: ვასილიოს გორდეზიანი დინამო თბილისის ფეხბურთელია

თბილისის დინამომ ოფიციალურად დაადასტურა ვასილიოს გორდეზიანის ტრანსფერი. მხარეებს შორის კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა. ქართველი ფორვარდი გადმოვიდა პაოკიდან, სადაც მან ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა. რაც შეეხება მთავარ გუნდში ასპარეზობას, მის ანგარიშზე ორი მატჩია.










