სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა ნაკრებმა, 2025 წლის ზაფხულის ტესტების განრიგი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ სპრინგბოქსის ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება.
ბორჯღალოსნები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს მომდევნო წლის 19 ივლისს ესტუმრებიან, მანამდე კი სამხრეთ აფრიკა 5 და 12 ივლისს იტალიის ნაკრებთან გამართავს ორ ტესტ მატჩს.
საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრებები ისტორიაში ერთმანეთს სულ 2-ჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი სპრინგბოქსის გამარჯვებით დასრულდა. ამ ეტაპზე მესამე მატჩის ზუსტი დრო, მასპინძელი ქალაქი და სტადიონი ცნობილი არ არის.
ოფიციალურად: ზაფხულში ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან









