პარის სენ-ჟერმენის მარჯვენა მცველისთვის, აშრაფ ჰაკიმისთვის აღნიშნული სეზონი არასდროს დასრულდება. ეს არ არის ხუმრობა, იმის გათვალისწინებით, რომ მაროკოელი განაპირა მცველი განვლილი წლის ოლიმპიადის შემდეგ არ გაჩერებულა. იმის შემდეგ, ახალგაზრდა ფლანგელმა ჩაატარა 67 შეხვედრა, 64 აქედან ძირითადში.
პსჟ-ს მარჯვენა მცველმა მოედანზე გაატარა 5683 წუთი, გადაფრენებში კი 66153-კილომეტრიან ნიშნულს მიუკაკუნა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, "ლურჯ-წითლების" მე-2 ნომერი ახლაც შესანიშნავ ფორმაშია, რაზეც საკლუბო მუნდიალზე დაფიქსირებული შედეგები მეტყველებს.
26 წლის მარჯვენა მცველი მიმდინარე სეზონში უკვე დაეუფლა ოთხ ტიტულს და ახლა, მის სამიზნეში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონობაც არის. ჰაკიმის ამისთვის სჭირდება მისთვის კარგად ნაცნობი მადრიდის რეალის ბარიერის გადალახვა. შეგახსენებთ, პროფესიონალური კარიერა მაროკოელმა განაპირა მცველმა სწორედ "სამეფო კლუბში" დაიწყო.









