ნელსონ დიდამ ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილე მეკარეებზე, იან ზომერსა და ჯანლუიჯი დონარუმაზე. ვეტერანმა ბრაზილიელმა გოლკიპერმა აღნიშნა, იტალიელი კარის დარაჯის ფინალში კარგი თამაშის შემთხვევაში, არის იმის ალბათობა, რომ მან ოქროს ბურთი მოიგოს.
"ზომერი? ის სერია ა-ს საუკეთესო მეკარეა. მას გამორჩეული მატჩები ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდა. ის უმაღლესი დონის კარის დარაჯია და რაც ყველაზე საოცარია, წლიდან წლამდე იანი უკეთესი ხდება. ძალიან საინტერესო ფინალი იქნება და ეს გარკვეულწილად მისი დამსახურება არის.
რაც შეეხება დონარუმას, ჩემი აზრით, მას ოქროს ბურთის მოგებაც შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააკეთებს ბევრ სეივს, რატომაც არა?! ჯიჯო ჩემი მეგობარია და ცოტა ხნის წინ, მას ვესაუბრე."









