პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მისი გუნდის ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქროს ბურთს კვლავ პსჟ-ს ფეხბურთელი მოიგებს.
"იმ დიდი კონკურენციის ფონზე, რაც ევროპულ ფეხბურთშია, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოხვედრა ჩვენთვის დიდი წარმატებაა.
ჩემი ფეხბურთელები? - იქ ვარ, როცა ისინი იგებენ და როცა აგებენ, თუმცა როცა იგებენ არ ვჭირდები ხოლმე. მარცხის შემთხვევაში კი ბოლომდე მათ გვერდში ვარ. სასიამოვნოა მათთან ყოფნა განსაკუთრებით მაშინ, როცა თასებს იგებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი? საფრანგეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ესპანეთს ძალიან კარგი, ბრაზილია ისევ ბრაზილიაა, არგენტინა... მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ევროპული გუნდი მოიგებს
შემდეგი ოქროს ბურთის მფლობელი მსოფლიო ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზეა დამოკიდებული. პსჟ-ს ჰყავს 4-5 ისეთი ფეხბურთელი, ვისაც ამ ჯილდოს მოგება შეუძლია. ვფიქრობ, ოქროს ბურთს წელსაც პსჟ-ს ფეხბურთელი მოიგებს", - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.









