არსენალის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, ვიქტორ გიოკერეში და გაბრიელ მარტინელი ტრავმების გამო რამდენიმე კვირას იუქმებენ. ფეხბურთელები როგორც ჩემპიონთა ლიგის მატჩს, ისე პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრასაც გამოტოვებენ.
მიკელ არტეტას სტაფში იმედოვნებენ, რომ შვედი ფორვარდი და ბრაზილიელი ვინგერი სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდებიან და 23 ნოემბერს გასამართ მატჩში ტოტენჰემის წინააღმდეგ თამაშს შეძლებენ.
შეგახსენებთ, არსენალში ტრავმირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. მარტინ ოდეგორი, კაი ჰავერცი, ნონი მადუეკე და გაბრიელ ჟესუსის სხვადასხვა დაზიანებების გამო საკუთარ გუნდს უკვე დიდი ხანია რაც ვერ ეხმარებიან.









