არსენალის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ბუკაიო საკას ტრავმა არც ისე მარტივია, რის გამოც ინგლისელი ფეხბურთელი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, ბუკაიო საკამ ფეხის უკანა კუნთის დაზიანება წინა ტურში, მატჩისწინა გახურების დროს მიიღო. თავიდან იყო ვარაუდი, რომ ტრავმა არც ისე მძიმე იქნებოდა, თუმცა პირველადი ინფორმაციით ინგლისელი ვინგერი დაახლოებით 3 კვირას იუქმებს, რის შემდეგაც ახალი ტესტები ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.
მეორე ტრავმირებული ფეხბურთელი მიკელ მერინოა, რომელსაც მარჯვენა ტერფის ძვლის დაზიანება დაუდასტურდა. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, ესპანელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, რის გამოც დიდი შანსია რამდენიმე თვე გაუცდეს.









