მილანის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე თავისი პროგნოზი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მთავარ საკლუბო ტურნირში ერთმანეთს ინტერ მილანი და პარის სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან.
"ინტერის და პარის სენ-ჟერმენიც უკანასკნელ წლებში უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობენ. ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დაიმსახურა. ველოდები საინტერესი დაპირისპირებას, ფავორიტის დასახელება კი გამიჭირდება. ვფიქრობ, შანსები თანაბარია.
ვიხილავთ ორი განსხვავებული სამწვრთნელო სკოლის დაპირისპირებას. მილანელები ინძაგისთან ერთად წარმოადგენენ იტალიურს, პსჟ ენრიკესთან ერთად კი ესპანურს. ორივე სპეციალისტმა ამ ყველაფერში ჩადო უდიდესი შრომა და დღეს, ისინი თავიანთი საქმიანობის ღირსეულად დაგვირგვინებას ეცდებიან."









