81 კგ წონით კატეგორიაში დამაჯერებლად იასპარეზე კოტე კაპანაძემ და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა — 21 წლის ქართველმა გერმანელი, ისრაელელი, ჩეხი, აზერბაიჯანელი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხა. მძიმე წონაში კი ირაკლი დემეტრაშვილმა უკრაინელ, გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველ და პოლონელ ძიუდოისტებს აჯობა და წინა წელს მოპოვებული ვერცხლის მედალი ოქროთი შეცვალა.
საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საერთო ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ხვალ, ტურნირი გუნდურ შეჯიბრში ჩატარდება.










