თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
-81 კგ წონით კატეგორიაში ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუს ტიმურ არბუზოს დაუპირისპირდება.
-90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა ლუკა მაისურაძე და ჩემპიონობისთვის გამოცდილი სერბის, ნემანია მაიდოვის დამარცხება მოუწევს. ამავე წონაში კი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგაია ჰამბოს შეხვდება.
მესამე საჭიდაო დღის ფინალური ბლოკი სტარტს 16 საათზე აიღებს.









