81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი დიმიტრი გოჩილაიძე გახდა, ხოლო ზაურ დვალაშვილი მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
დიმიტრი გოჩილაიძემ 1/2 ფინალამდე უზბეკი ტურსონოვი და რუსი ტასუევი დაამარცხა, ხოლო ფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ცკაევთან დათმო. ბრინჯაოს ფინალში კი გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილს აჯობა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ზაურ დვალაშვილმა ფინალში ასპარეზობის უფლება უნგრელი ტოტის, გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ტატალაშვილის და რუსი კარაპეტიანის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ოქროსთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანელ ცკაევთან დამარცხდა და საბოლოოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ხვალ, აბუ დაბის გრანდ სლემის ბოლო საჭიდაო დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას 2 სპორტსმენი დაიცავს — ლუკა ბაბუციძე (-90 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ).
ფოტო: IJF









