ლუის ენრიკე და მისი პარის სენ-ჟერმენი საფეხბურთო სამყაროს ყურადღებიც ცენტრში არიან. ტიტულოვან მწვრთნელს მიულოცეს სხვა კლუბებმაც, მათ შორის ესპანელი სპეციალისტისთვის მშობლიურმა ბარსელონამ და ცნობისთვის, მადრიდის რეალმაც. საინტერესოა, რომ "სამეფო კლუბის" მილოცვა კატალონიელებისაზე ბევრად უფრო პირადი და ემოციური იყო.
"ბლაუგრანამ" სოციალურ ქსელში დაპოსტა - "ბარსელონა ულოცავს პარის სენ-ჟერმენს 2024/2025 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მოგებას", - და ბევრისთვის აღნიშნული ტექსტი მეტისმეტად შაბლონური გამოდგა. რაც შეეხებათ ბერნაბეუს ბინადრებს: "ვულოცავთ პარის სენ-ჟერმენსა და მათ ქომაგებს დამსახურებულ მოგებას.
განსაკუთრებით გვინდა გამოვარჩიოთ ჩვენი ძვირფასი ენრიკე - უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მის ქალიშვილს, ქსანას", - წერს რეალი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის ქალიშვილი 9 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.









