როგორც მოგეხსენებათ, ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta.ge X Goal.ge ატარებს გამოკითხვას, სადაც გულშემატკივარმა ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო გოლი უნდა გამოავლინოს.
ისტორიაში პირველად, მარტის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის ბრძოლაში ლაშა კოხრეიძემ და ლაშა შერგელაშვილმა თანაბარი, 48-48% მიიღეს.
რედაქციის გადაწყვეტილებით, დაინიშნა ხელახალი გამოკითხვა, რომელიც დაწყებულია და გაგრძელდება დღეს, 23:00 საათამდე.
გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს ორი საოცარი გოლიდან საუკეთესო გამოავლინოს. ხმა მიეცით აქ.









