ჩვენი გუნდიდან საუკეთესო კვლავ კაპიტანი იყო — თორნიკე შენგელიამ ნაკრებს კიდევ ერთხელ ულიდერა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გამოცდილმა კალათბურთელმა 25 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა შეასრულა და 6 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი. წინა მატჩის მსგავსად, კარგი მატჩი ჰქონდა კამარ ბოლდუინსაც, რომელმაც 22 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც დაუმატა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას დანიასთან ჩაატარებს. მატჩი 2025 წლის 21 თებერვალს გაიმართება. შეხვედრას თბილისი არენა უმასპინძლებს.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









