ინტერის საწყისი შეთავაზება €8 მილიონი + ბონუსები იყო, არგენტინელი კი წელიწადში €12 მილიონამდე ჰონორარს ითხოვდა. ამის გამო იყო შანსი, მხარეებს თანამშრომლობა აღარ გაეგრძელებინათ და ლაუტაროს გუნდი დაეტოვებინა, თუმცა როგორც ჩანს, ორივე მხარე გარკვეულ დათმობაზე წავიდა - ახალი კონტრაქტის გაფორმება დროის ამბავია.
Serie A
ორივე მხარე დათმობაზე წავიდა - ლაუტარო ინტერთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ლაუტარო მარტინესი ინტერში რჩება! 26 წლის არგენტინელი "ნერაძურის" ბოლო შეთავაზებას დათანხმდა: €9 მილიონი + ბონუსები. მხარეები კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებაზე მუშაობენ. უახლოეს დღეებში ფეხბურთელის აგენტები "ნერაძურის" უფროსობას კიდევ ერთხელ შეხვდებიან, სადაც ახალი ხელშეკრულების ბოლო დეტალებს შეათანხმებენ.








