მატჩში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემაც, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. გოგამ პარკეტზე 27:49 წუთი გაატარა, რა დროშიც 25 წლის ცენტრმა საკუთარ გუნდს 12 ქულა მოუტანა, 12 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.
პარკეტზე საუკეთესო ორლანდოს ლეგიონერი ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა შეასრულა და 6 შედეგიანი პასითაც გამოირჩა.
ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში ფილადელფია სიქსერსს დაუპირისპირდება. მატჩი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა
იხილეთ მატჩის მიმოხილვა









