ორლანდო მეჯიქი NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში ატლანტას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ჰოუქსთან 117-105 დამარცხდა.
მატჩი მონაწილეობა მიიღო ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც პარკეტზე 25:55 წუთი გაატარა. 25 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება იყო.
ორლანდო მეჯიქმა სეზონი მე-7 პოზიციაზე, 41-41 ბალანსით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგა ბითაძის გუნდი პლეი-ინიდან შეეცდება პლეი-ოფში გასვლას. ჯამალ მოზლის მეტოქე სწორედ ატლანტა ჰოუქსი იქნება, მატჩი კი 16 აპრილს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული, პლეი-ოფის პირველ რაუნდში, ბოსტონ სელტიკს დაუპირისპირდება.
იხილეთ დღევანდელი მატჩის მიმოხილვა









