როგორც პოლონურ პრესაში იწერება, ოთარ კაკაბაძე და კრაკოვია ახალ კონტრაქტზე მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ და ოთო მზადაა ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. კრაკოვიას ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და როგორც ირკვევა, ოთოც სერიოზულად განიხილავს გუნდში დარჩენას.
კაკაბაძემ ამ სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ოთო კრაკოვიაში 2021 წლიდან თამაშობს, გუნდის შეუცვლელი წევრი კი მალევე გახდა.










