საბერძნეთთან გასამართი ისტორიული მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ, გააკეთა:
"თქვენ მსგავსად, ამ მატჩს ჩვენც მოუთმენლად ველით. გათავისებული გვაქვს, თუ რა შეუძლია გააკეთოს ამ შეხვედრამ ქვეყნისთვის და ამაღლებული განწყობით ვართ.
ვამაყობ იმ ნაკრებში თამაშით, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია. გამარჯვებულის მენტალიტეტი რომ გვაქვს, ბევრჯერ დაგვიმტკიცებია. დარჩენილია უბრალოდ მოედანზე გასვლა და კარგი თამაში, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ სტადიონზე მოსვლა უამრავ გულშემატკივარს სურს. მილიონი ბილეთიც რომ გაეყიდათ, ყველა გაიყიდებოდა.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან არც გულშემატკივარი გვყავდა და არც კვარაცხელია. რამხელა დანაკლისია ლიდერისა და გულშემატკივრის არყოფნა, ყველამ კარგად ვიცით. სასიამოვნოა, რომ ხვალ ორივე გვეყოლება."










