"სამწუხაროა, რომ ცუდმა მოედანმა ფეხბურთის თამაშში ჩვენ უფრო შეგვიშალა ხელი, ვიდრე მეტოქეს, მაგრამ ამ წაგებას მხოლოდ მოედანს ვერ დავაბრალებთ — რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვით."
"მეტოქეს ჩვენზე უკეთესად არ უთამაშია და მატჩის ბედი მხოლოდ ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. გვქონდა რამდენიმე შანსი გოლის გატანის, თუმცა, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ დავმარცხდით."
"გულშემატკივრების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ, მაგრამ დღეს ისინი ვერ გავახარეთ და ამისთვის ბოდიშს ვუხდით. 3 დღეში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ალბანეთთან სახლში და ვეცდებით, რომ დღევანდელი წაგება დავივიწყოთ."
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











