29 წლის განაპირა მცველის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე €1.5 მილიონი გახდა. განახლებული სატრანსფერო მონაცემით, კაკაბაძე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
კრაკოვიამ ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და 9 ტურის შემდეგ, 19 ქულით, მე-4 პოზიციას იკავებს.









