საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებს დიდი დანაკლისით ხვდება — გიორგი ჩაკვეტაძის შემდეგ, ტრავმის გამო გუნდს ვერც ოთარ კიტეიშვილი დაეხმარება.
29 წლის ნახევარმცველმა ავსტრიის ჩემპიონატის მე-5 ტურში, გრაცერის წინააღმდეგ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა. ოთარ კიტეიშვილს დამატებითი გამოკვლევები უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე დადგინდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იწყებას ასპარეზობას და სექტემბერში ორ საშინაო მატჩს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები თურქეთს (4 სექტემბერი) და ბულგარეთს (7 სექტემბერი) დინამო არენაზე უმასპინძლებენ.









