ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონატის ლიდერმა, ზალცბურგმა, მეორეადგილოსან შტურმს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ოთარ კიტეიშვილმა მიიღო, მე-80 წუთზე გოლი გაიტანა და შტურმს ერთი ქულა მოუტანა.
მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, პეტარ რატკოვმა გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს. შეხვედრის მიწურულს კი 27 წლის ქართველმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდებმა ქულა გაიყვეს.
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონზე 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გაიფორმა.
Admiral Bundesliga
ოთარ კიტეიშვილის გოლი ლიდერების მატჩში - შტურმი ზალცბურგს დაუზავდა









