პრემიერ ლიგის მე-4 ტურის კიდევ ერთი მატჩი ბარნლიში გაიმართა, სადაც სკოტ პარკერის გუნდი არნე სლოტის ლივერპულს დაუხვდა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იხილა, სადაც თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბარნლიმ მეტოქეს არაფერი დაუთმო.
არნე სლოტის გუნდი ამ შეხვედრას 3-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა და სრულიად დამსახურებულად ფავორიტიც იყო, თუმცა მერსისაიდელებმა მარტინ დუბრავკასა და ბარნლის დაცვას ვერაფერი მოუხერხეს. ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო და მატჩი ფრედ, 0-0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეხვედრის მიწურულს მასპინძელი გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მო სალაჰმა გოლად აქცია და საკუთარ გუნდს მორიგი 3 ქულა მოუპოვა.
ლივერპული სრული სვლით წინ მიიწევს. ენფილდის ბინადრებს 4 ტურის შემდეგ, 12 ქულა აქვთ და ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობენ.
ბარნლი 0-1 ლივერპული
გოლი: 0-1 მო სალაჰი 90+5'.
მატჩის მიმოხილვა









