პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ იუნაიტედისა და ტოტენჰემის დაპირისპირება იხილა.
მაიკლ კერიკის გუნდი ამ მატჩს ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა და "წითელმა ეშმაკებმა" არც ამჯერად გააწბილეს საკუთარი გულშემატკივრები.
ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა ლონდონელებს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს. მაიკლ კერიკის გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ 44 ქულას აგროვებს, რითაც მე-4 პოზიციას იმყარებს.
მანჩესტერ იუნაიტედი 2-0 ტოტენჰემი
გოლები: 1-0 ბრაიან მბიუმო 38', 2-0 ბრუნო ფერნანდეში 81'.
მატჩის მიმოხილვა









