მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა თავისი განვლილი საფეხბურთო კარიერა გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ის სხვადასხვა დროს "სამეფო კლუბის" გარდა, ასევე თამაშობდა არსენალში, ვერდერში, შალკეში, ფენერბაჰჩესა და ბაშაქშეჰირში. გერმანელმა ყოფილმა გამთამაშებელმა ისიც აღნიშნა, რომ კალჩოში მისი ფავორიტი იუვენტუსია.
"ვამაყობ ჩემი კარიერით. მოხარული ვარ, რომ ამდენ გამორჩეულ გუნდში ვითამაშე. ერთადერთი კლუბი, რომელიც მაკლდა არის ჩემი იტალიური სიყვარული: იუვენტუსი", - განაცხადა "ბლანკოსის" ყოფილმა გამთამაშებელმა.
შეგახსენებთ, ლონდონში თამაშის დროს მის მიმართ რეალურ ინტერესს იჩენდა ტურინული კლუბი, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.