თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში, საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონობა იზეიმა, რაც ისტორიული შედეგია.
საქართველოს ნაკრებმა ფინალში თურქეთი 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მანამდე კი იტალიის, საფრანგეთისა და მოლდოვას ნაკრებებს მოუგო.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ), ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) იზეიმეს. ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) და ზვიად გოგოჭური (J2 კატეგორია +95კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანის (J2 კატეგორია -70 კგ), საბა ბაღდავაძის (J1 კატეგორია -81 კგ), ინა ქალდანის (J2 კატეგორია +70კგ) და ლაშა ყიზილაშილის (J2 კატეგორია -95 კგ) ანგარიშზეა.









