2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სტარტი აიღო ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირმა — დღეს საქართველოს ღირსებას რობერტ კობლიაშვილი დაიცავს.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 97 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს 30 წლის ქართველი მოჭიდავე და მისი პირველი მეტოქე 1/8 ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბუბაქარ ხასლახანაუ იქნება.
პირველი ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, რობერტ კობლიაშვილი სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიასა და ეგვიპტელ მოჰამედ გაბრს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადის მეორე მხარეს მოხვდა ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი, სომეხი არტულ ალექსანიანი.
რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა მოჭიდავემ 2018 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2017 და 2018 წლებში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 97 კგ. წონითი კატეგორიის წინასწარი შეხვედრები დღეს, თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება.
პარიზი 2024, XI დღე — საქართველოს ღირსებას რობერტ კობლიაშვილი დაიცავს









