ინგლისის პრემიერ ლიგაში გამართული მატჩი უოტფორდსა და ჩარლტონს შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელი გუნდის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და რეკორდიც დაამყარა.
კერძოდ, აღნიშნულ შეხვედრაში ჩაკვეტაძემ 10 საგოლე მომენტი შექმნა, რაც 2013/14 წლების სეზონის შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია, ისტორიაში კი მეოთხე ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონშიფის ერთ მატჩში 10 ან მეტი მომენტი შექმნა.









