პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. იტალიაში მიმდინარე ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ დღეს თავისუფალი პროგრამა წარადგინეს 146,29 ქულა დაიმსახურეს, მოკლე პროგრამაში 75,46 ქულა დააფიქსირეს, ორი პროგრამის ჯამში კი 221.75 ქულა დააგროვეს და საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანეს.
ოქროს მედალი იაპონიამ მოიპოვა - რიკუ მიურა, რუიჩი, ბრინჯაო კი გერმანიამ - ფაბიანე ჰასე, ნიკიტა ვოლოდინი.









