აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს ჩემპიონატში კარიერაში პირველად ითამაშებს. ქუთათელაძე დინამოს ნიჟნი ნოვგოროდიდან იჯარის წესით შეუერთდა.
პოზიციით თავდამსხმელი ადრეულ ასაკში ლილის და პსჟ-ს აკადემიაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც სათამაშოდ რუსეთში წავიდა და ჯერ ანჟიში, შემდეგ კი სპარტაკში თამაშობდა.
ქუთათელაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც იყო გამოძახებული. 17-წლამდელებში მას ერთი გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება დინამო თბილისს, მათ ასევე დანიელ ოვუსუ, ლეონარდო ასუნპსაუ, ვაკო გვილია და ჯაბა კანკავა დაიმატეს და ახალი სეზონისთვის მზადებას პორტუგალიაში აგრძელებენ.









