შეგახსენებთ, რომ "როსონერის" ამ მატჩამდე სერია ა-ს მიმდინარე სეზონში გამარჯვება მოპოვებული ჯერ არ ჰქონდა.
პაულუ ფონსეკას გუნდის მხრიდან გოლები გაიტანეს ტეო ერნანდესმა და კრისტიან პულიშიჩმა, ასევე ორმა ახალწვეულმა - ტამი აბრაჰამმა და იუსუფ ფოფანამ.
საინტერესოა ის, რომ მატჩის 29-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 4:0 იყო.











