ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინასასეზონო მატჩის დროს ფენიქს სანსის წინააღმდეგ, ლებრონი და ბრონი ჯეიმსები გახდნენ პირველი მამა-შვილი, რომლებმაც ერთად ითამაშეს NBA-ს გუნდში. ლებრონი და ბრონი პარკეტზე სასტარტო ხუთეულში ერთად მეორე ტაიმის სტარტზე გავიდნენ, რა დროსაც "მეფემ" ერთ-ერთი მთავარი ოცნება აისრულა — ითამაშა შვილთან ერთად NBA-ის გუნდში.
ლებრონმა საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მოუტანა, ხოლო ბრონს საკმაოდ ცუდი სტატისტიკა ჰქონდა — 20 წლის უკანახაზელმა სულ რაღაც ორი მოხსნის შესრულება მოახერხა.
ლეიკერსი NBA-ის ახალ სეზონს 23 ოქტომბერს, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ დაიწყებს.