ლა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ვერსიით, ვილიარეალის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე გახდა ისტორიაში პირველი ქართველი, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში თვის საუკეთესოდ დაასახელეს.
ამ თვეში მიქაუტაძემ ვილიარეალის მაისურით 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება ვილიარეალს, 25 ტურის შემდეგ გუნდს 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.









