პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ილია თოფურიას გამარჯვებასა და ქამრის დაცვაზე. გავარჩიეთ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლა და მიმოვიხილეთ UFC 308-ის ივენთი.
პოდკასტის მეორე ნაწილი დაეთმო ლეგიონერების შაბათ-კვირას. ქართველ ფეხბურთელებს საკმაოდ შედეგიანი უიქენდი ჰქონდათ — საფრანგეთში ორმა ფეხბურთელმა მაოხერხა დუბლის შესრულება, კერძოდ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ, ასევე მორიგი გოლები შეაგდეს ოთარ კიტეიშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა. ამის გარდა, სხვა ფეხბურთელებმაც შეძლეს და გამოიჩინეს თავი სხვადასხვა ჩემპიონატებში.
დღევანდელ ეპიზოდში განვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალებიც, ასევე ვისაუბრეთ ვულვზის ინტერესზე გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ და ვახტანგ სალიას ტრანსფერზე დინამო თბილისიდან ნიუკასლში.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.









