ფეხბურთიდან ოთხი წლით დისკვალიფიცირებულმა პოლ პოგბამ ემოციური განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ის სპორტიდან მოკვეთეს მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. მიმდინარე წლის 29 თებერვალს ფრანგ შუახაზელს ოფიციალური დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
"ყველაფერი დასრულებულია, მე აღარ ვარსებობ. აღარ ვიცი, ვინ ვარ მე. ფეხბურთი იყო ჩემი ცხოვრება, მთავარი ვნება და სხვა ყველაფერიც. ახლა კი საკუთარი თავი დავკარგე. ყველაფერი წამართვეს, რასაც მივაღწიე", - განაცხადა ტურინის იუვენტუსის შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციამდე, 31 წლის ნახევარმცველმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ერთა ლიგა, ოთხი სკუდეტო, ევროპა ლიგა და სხვა არაერთი ჯილდო.











