რაც შეეხება 2008 წელს გამართულ ამხანაგურ შეხვედრას, "ლუზიტანებმა" იმარჯვეს ანგარიშით 2:0, ჟოაო მოუტინიოსა და სიმაო საბროსას გოლებით. შემადგენლობები ასეთი იყო:
"ჯვაროსნები": ლომაია, ასათიანი, ხიზანიშვილი, ლობჟანიძე, ნავალოვსკი, მენთეშაშვილი, ცქიტიშვილი, ყენია, კობიაშვილი, ალექსიძე, იაშვილი.
სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდნენ მუჯირი, გოცირიძე, დევდარიანი, კლიმიაშვილი, სანაია, ბარაბაძე, მერებაშვილი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას იმ დროს პეტარ სეგრტი ასრულებდა.
რაც შეეხება "ევროპელი ბრაზილიელების" შემადგენლობას: რიკარდო, კარვალიო, პეპე, ფერეირა, ბოსინგვა, პეტიტი, მიუტინიო, დეკუ, სიმაო, რონალდუ, გომეში. მწვრთნელი: ლუის ფელიპე სკოლარი.
"2008 წელს, პირველად შევხვდით. დიდი დრო გავიდა. ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დავუპირისპირდებით ერთმანეთს", - წერს პორტუგალიის ნაკრების ოფიციალური გვერდი.
აქვე დავამატებთ, ჩვენი ნაკრებისა და პირენეელების მატჩი გაიმართება 26 ივნისს, გელზენკირხენში. გიზიარებთ 16 წლის წინანდელი მატჩის რამდენიმე ფოტო:















