პორტუგალიის ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი გაანადგურა ანგარიშით 9:1 და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაიფორმა. "ლუზიტანებმა" ეს გააკეთეს კრიშტიანუ რონალდუს გარეშე, რომელმაც წინა შეხვედრაში, ირლანდიის ეროვნულ გუნდთან წითელი ბარათი მიიღო.
"ევროპელი ბრაზილიელების" გამარჯვება შთამბეჭდავია, თუმცა არა რეკორდული მათ ისტორიაში. პირველ ადგილზე დგას 9:0 ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან, ევრო 2024-ის შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ რობერტო მარტინესის გუნდის ამ მოგებამაც ლეგენდარული პორტუგალიელი ფორვარდის გარეშე ჩაიარა.
ალ-ნასრის კაპიტანმა ის მატჩიც ბარათების გამო გამოტოვა. რაც შეეხება კიდევ ერთ ისტორიულ ფაქტს, რომელიც ვეტერან თავდამსხმელს ეხება, როგორც აღვნიშნეთ, პორტუგალიამ უკვე გაიფორმა მუნდიალის საგზური, რაც ნიშნავს იმას, რომ ლეგენდარული მე-7 ნომერი გაემგზავრება თავის მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.









