მანამდე კი, ივნისის თვეში თავისუფალი ფანჯარა გვაქვს და შეგვიძლია, 2 ამხანაგური მატჩი ჩავატაროთ.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში საქართველოს ნაკრების სპარინგ მეტოქე ფარერების ნაკრები იქნება.
ფარერები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 9 ივნისიდან იწყებს, საქართველოს ნაკრებს კი ამხანაგურად 5 ივნისს დაუპირისპირდება.
თუ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა და მოლაპარაკებები წარამტებით დასრულდა, საქართველო-ფარერების ამხანაუგრ მატჩს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.











