პრემიერ ლიგის გადაწყვეტილებით, ევერტონს ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის 2 ქულა დააკლდება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შონ დაიჩის გუნდი 27 ქულით მე-16 პოზიციაზე დაქვეითდება, ცხრილში მის ადგილს კი ბრენტფორდი დაიკავებს.
პრემიერ ლიგის ამ სეზონში ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის ქულები ევერტონს აქამდეც დააკლეს. მერსისაიდულ კლუბს თავიდან 10 ქულა დააკლდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში მოგებული საქმის შემდეგ, გუნდს 4 ქულა დაუბრუნდა. იგივე მოხდა ნოტინგემ ფორესტის შემთხვევაშიც, როდესაც გუნდს 4 ქულა დააკლდა.
ევერტონი პრემიერ ლიგის ამ გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში გააპროტესტებს.
Premier League
პრემიერ ლიგა: ევერტონს 2 ქულა დააკლდება









