პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ერთმანეთის პარალელურად გაიმართა ასტონ ვილა - მანჩესტერ სიტისა და არსენალი - კრისტალ პალასის შეხვედრები. ორივე თამაშში დაფიქსირდა მასპინძლების მოგება, თანაც მინიმალური ანგარიშით. "ვილანებმა" სძლიეს "ქალაქელებს", "მეთოფეებმა" კი "არწივებს".
ემირეიტსის ბინადრები იმყარებენ პირველ ადგილს და უახლოეს მდევარს, ბორნმუთს უკვე ოთხი ქულით უსწრებენ. შემდეგი მოწინააღდმეგე აუტსაიდერი ბარნლია, რაც მიკელ არტეტას გუნდის ლიდერობის განმტკიცების შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
ასტონ ვილა 1:0 მანჩესტერ სიტი
გოლი: მეტი კეში 19'.
არსენალი 1:0 კრისტალ პალასი
გოლი: ებერეჩი ეზე 39'.









